2018 წლის 1 მარტს შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერ“-სა და შპს „სილქ როუდ ენერჯის“ შორის გაფორმდა მართვისა და ადმინისტრაციული მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად შპს „სილქ როუდ ენერჯი“, როგორც მენეჯერი გაუწევს შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერს“ მენეჯერულ მომსახურებას და განახორციელებს მისი საქმიანობის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, რაც მოიცავს კომპანიისთვის ბუღალტრული, იურიდიული, ფინანსური, დაზღვევის, ლოჯისტიკური, გაყიდვების და ა.შ. მომსახურების გაწევას. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრამდე.
ვინაიდან, შპს „სილქ როუდ ენერჯი“ წარმოადგენს შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერის“ 82.9% წილის მესაკუთრეს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ზემოაღნიშნულ გარიგებაში იგი მიჩნეულია დაინტერესებულ პირად.