„ბახვი 3 ჰესი“ ნებისმიერ მსურველს სთავაზობს დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები სასესხო ფასიან ქაღალდებში – 10 წლიან ობლიგაციებში.
ობლიგაციების მთლიანი ემისიის ნომინალური ღირებულებაა 1,267,000 აშშ დოლარი.
შესყიდვის მინიმალური ოდენობა – 1,000 აშშ დოლარის ღირებულების 1 ობლიგაცია, ხოლო – წლიურად დარიცხული საპროცენტო განაკვეთი – 9.4%.
ობლიგაციები დენომინირებულია აშშ დოლარში და შესაბამისად სარგებლის გადახდაც აღნიშნულ ვალუტაში განხორციელდება.
„ბახვი 3 ჰესი წარმოადგენს გურიის რეგიონში, მდინარე ბახვისწყალზე მდებარე ახლადაშენებულ ჰიდროენერგეტიკულ ობიექტს, 9.8 მეგავატი დადგმული სიმძლვრითა და 41 გიგავატ/სთ საშუალო წლიური გამომუშავებით, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლის ზაფხულიდან და ახორციელებს წარმოებული ელექტროენეგიის მიწოდებას საქართველოსა და თურქეთის ბაზრებზე
„ბახვი 3 ჰესი“ შპს “ბახვი ჰაიდრო პაუერ”- ის კუთვნილებაა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ საწარმოს.